აშენდება თუ არა მიწისზედა მეტრო თბილისში – ILF Consulting Engineers Austria...

აშენდება თუ არა მიწისზედა მეტრო თბილისში – ILF Consulting Engineers Austria GmbH-მა კვლევა დაასრულა

133
გაზიარება

სამგორი-ლილო-აეროპორტის მიმართულებაზე მიწისზედა მეტროს მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დასრულდა.
როგორც თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძემ bm.ge-ის განუცხადა, ავსტრიული კომპანიამ ILF Consulting Engineers Austria GmbH- მა, რომელიც  მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევაზე იყო პასუხისმგებელი სამუშაოები დაასრულა და ამჟამად შედეგების მიღების პროცეშია.
ხმალაძის განმარტებით, სწორედ ამ შედეგებზე იქნება დამოკიდებული როგორ გადაწყდება თბილისში, კერძოდ  ლილო – სამგორის მიმართულებაზე მიწისზედა მეტროს მშენებლობის ბედი.
შეგახსენებთ, რომ  სამგორი-ლილოს მიმართულებაზე მერიამ მიწისზედა მეტროს მშენებლობა გასული წლის ოქტომბერში დაანონსა. როგორც მაშინ ითქვა, პირველ ეტაპზე, მეტრო  სამგორს ლილოს ბაზრობასთან და აეროპორტთან დააკავშირებს. ხაზზე  მეტროს 6 შემადგენლობა  იმოძრავებს. პროექტში, ჯამში, 90 მილიონი დოლარის ინვესტიციიის  ჩადება იგეგმება. (30 მილიონი მეტროს ვაგონების ღირებულება, ხოლო დანარჩენი ინფრასტრუქტურული ნაწილი). როგორც მერიაში განაცხადეს, პირველ ეტაპზე მოცდის შუალედი, დაახლოებით, 10 წუთი იქნება. წინასწარი პროგნოზით, მიწისზედა მეტროს აშენების შემთხვევაში ყოველდღიურად 200 ათასს მგზავრს მოემსახურება.
ავსტრიული კომპანია ILF Consulting Engineers Austria GmbH ტენდერში გამარჯვებულად მიმდინარე წლის მაისში გამოცხადდა. პროექტის ბიუჯეტი 12 762 530 ლარია. სატენდერო პირობების თანახმად, კომპანიამ სრული კვლევა, რომელიც პროექტირებასაც მოიცავს, 15 თვეში უნდა დაასრულოს.

 

 

კომენტარი