ეკო ინიციატივა „ისთ ფოინთისაგან“

ეკო ინიციატივა „ისთ ფოინთისაგან“

112
გაზიარება

ელემენტები განსაკუთრებით სახიფათო ნარჩენადაა აღიარებული, რადგან ის ისეთ მავნე ლითონებს შეიცავს როგორიცაა: მერკური, ტყვია, ლითიუმი, კადმიუმი  და სხვა. შესაბამისად დაუშვებელია მათი საყოფაცხოვრებო ნარჩენში მოხვედრა.

ბატარეების ნაგავსაყრელზე მოხვედრით, ლითონი აღწევს ნიადაგსა და წყალში, ხოლო ამის შემდეგ შესაძლოა ჩვენს საკვებშიც მოხვდეს.

ელემენტების სწორად გადამუშავების შემთხვევაში მეტალი ხელახლა გამოიყენება გადასამუშავებლად და წარმოადგენს ნედლეულის სასარგებლო წყაროს.

გამოყენებული ელემენტების გარემოსადმი მავნებლობის შესახებ ბევრი რამ შეიძლება ითქვას, თუმცა ამ დრომდე მისი შეგროვებისა და უტილიზაციის ადგილები საქართველოში არ მოიძებნებოდა.

სავაჭრო ცენტრის East Point მის ტერიტორიაზე ელემენტების შეგროვებას გვთავაზობს.

იზრუნე გარემოზე, მოიტანე გამოყენებული  და მოათავსე სპეციალურ კონტეინერში ჩვენ კი ვიზრუნებთ მათ გადამუშავებაზე – მოგვიწოდებს სავაჭრო ცენტრი.

ასე, რომ ჯერჯერობით თბილისში მცხოვრებლებსა და მის სტუმრებს ეძლევათ საშუალება გამოყენებული ბატარეები East Point – ში მიიტანონ და საინფორმაციო დახლთან არსებულ სპეციალურ ურნაში მოათავსონ.

წყარო: http://eastpoint.ge

კომენტარი