თბილისის ფიზიკა-მათემატიკის კომაროვის სკოლის ფილიალების მშენებლობა იწყება

თბილისის ფიზიკა-მათემატიკის კომაროვის სკოლის ფილიალების მშენებლობა იწყება

137
გაზიარება

ვლადიმირ კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის გაფართოებისა და გაძლიერების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ პროექტის ფარგლებში დამატებით ორ ფილიალს – თბილისსა და ბათუმში აშენებს.

თბილისში, „განათლებისა და მეცნიერების ქალაქში“ კომაროვის სკოლის ფილიალის მშენებლობა 1 კვირაში დაიწყება და 2020 წლის ივლისში დასრულდება.

350 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე ტიპის შენობა ადაპტირებული იქნება სსსმ მოსწავლეებისთვის. მოეწყობა საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, საკონფერენციო და სპორტული დარბაზები და მოედნები.

სკოლა აღიჭურვება თანამედროვე სასკოლო ინვენტარით.

სკოლების მშენებლობა თანამედროვე სტანდარტებით, მათ შორის, ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალით განხორციელდება.

კომენტარი