კრწანისში კიდევ ერთი გრუნტის დამჭერი კეთდება

კრწანისში კიდევ ერთი გრუნტის დამჭერი კეთდება

170
გაზიარება

კრწანისის რაიონის გამგეობამ კიდევ ერთი გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა გორგასალის N75-ის მიმდებარედ დაიწყო.

ახალი კედლის მოწყობა, როგორც ადგილობრივ მცხოვრებლებს, ასევე, ქუჩაზე მოძრავ ავტომანქანებსა და ფეხით მოსიარულეებს მოსალოდნელი საფრთხისგან დაიცავს. საყრდენი კედლის მოცულობა 300 კუბური მეტრია.

გრუნტის დამჭერი კედლის მოსაწყობად გამგეობის ბიუჯეტიდან 107 000 ლარია გამოყოფილი.

კომენტარი