სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება

სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება

81
გაზიარება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინე აბულაძე, 2018-2019 სასწავლო წლის ეროვნული სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.

პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ მოსწავლეებს კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათები და დიპლომები გადაეცათ.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ყოველწლიურად ტარდება და მასში მონაწილეობას საჯარო და კერძო სკოლების 35000-მდე მოსწავლე იღებს. 2018-2019 სასწავლო წელს ოლიმპიადა შემდეგ საგნებში ჩატარდა: ქართული ენა და ლიტერატურა (ქართულენოვანი და არაქართულენოვანი მოსწავლეებისთვის), მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, ისტორია, უცხოური ენები (ინგლისური, გერმანული, რუსული) და ინფორმატიკა.

ოლიმპიადა ასევე, ჩატარდა სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე.

ოლიმპიადაში მონაწილეობა შეეძლოთ უსინათლო მოსწავლეებსაც (გამოყენებულია ბრაილის შრიფტი) და იგი 3 ეტაპს – სასკოლო, რეგიონული და დასკვნით ტურებს მოიცავდა.

კომენტარი