“შეწყდეს შმაქსისტებზე ნადირობა” – მერიასთან აქცია მიმდინარეობს

“შეწყდეს შმაქსისტებზე ნადირობა” – მერიასთან აქცია მიმდინარეობს

90
გაზიარება

დღეში 7-ჯერ აჩერებენ თითოეულ “შმაქსისტს”, რაც არის პრობლემა, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

“დღეში 7-ჯერ აჩერებენ თითოეულ “შმაქსისტს”, რაც არის პრობლემა. მინდა, რომ კიდევ გასაგები იყოს მათთვის, “შმაქსი” არის საგანმანათლებლო პროექტი. მოთხოვნა არის იგივე, თავი დაანებონ “შმაქსისტებზე” ნადირობას, გააუქმონ ყველა ის ჯარიმა, რომლებიც პირველი ოქტომბრის შემდეგ გამოუწერეს ადამიანებს და მესამე მოთხოვნა არის პოლიტიკური, რომ ზოგადად გააჩერონ ე.წ. ტაქსების რეფორმა,” – განაცხადა ჯაფარიძემ.

“შმაქსის” მძღოლებმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. მათ “შმაქსის” წინააღმდეგ მიმართული კამპანია და მძღოლების დაჯარიმება გააპროტესტეს.

წყარო: kvira.ge

კომენტარი