2019 წლის ოქტომბერში 17 272 ძირი ხე-მცენარე და 5 090-ზე მეტი ბუჩქი...

2019 წლის ოქტომბერში 17 272 ძირი ხე-მცენარე და 5 090-ზე მეტი ბუჩქი შეწამლეს

89
გაზიარება

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, საშემოდგომო გამწვანების სამუშაოების პარალელურად, დედაქალაქის მასშტაბით ხე-მცენარეების წამლობას ახორციელებს.

მიმდინარე წლის ოქტომბერში შეიწამლა 17 272 ძირი ხე-მცენარე და 5090-ზე მეტი ბუჩქი შემდეგ ლოკაციებზე:

ვაკის პარკი (მესამე წამლობა);
გლდანის 8 მ/რ, კორპ. 27;
დიღმის მასივის მე-3 კვარტალი, კორპ. #31-32;
ბაგებში სტუდქალაქის მე-4 კორპუსი;
ავჭალაში მანაგაძის #4;
გორგასლის ქუჩა #111;
ვაშლიჯვრის დასახლების მე-5 ზონა, მე-5 კორპუსი;
სიონის ტაძრის ეზო;
ცირკის, გმირთა მოედნისა და ვარაზისხევის მიმდებარე ტერიტორია;
იოსებიძის #74;
ქავთარაძის #29;
ზესტაფონის #1;
ბაგები-წყნეთის გზატკეცილის ტერიტორია.

შეწამვლა ხორციელდება ფიტოსანიტარიული კვლევის საფუძველზე.

კომენტარი