დიდუბის რაიონში 2019 წლის 9 თვის განმავლობაში განხორციელებული პროექტები

დიდუბის რაიონში 2019 წლის 9 თვის განმავლობაში განხორციელებული პროექტები

93
გაზიარება

დიდუბის რაიონის გამგეობა საკუთარ “ფეიბსუქგვერდზე”  2019 წლის 9 თვის განმავლობაში განხორციელებული პროექტების სიას აქვეყნებს, რომელიც ასე გამოიყურება:

 საგზაო ინფრასტრუქტურა 67 007 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა;

55 მისამართზე დასასვენებელი სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია განხორციელდა;

 ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, სპორტული მოედნების რეაბილიტაცია 27 მისამართზე ჩატარდა;

 მწვანე სივრცეების მოვლა-პატრონობის სამუშაოები 307 მისამართზე ჩატარდა;

 მიწისქვეშა კომუნიკაციები 14 მისამართზე მოწესრიგდა;

 მიხეილ ჭიაურელის ქუჩაზე 1 255 გრძივი მეტრი სანიაღვრე ქსელი ეწყობა;

 3 მისამართზე განხორციელდა 10 ავტოფარეხის დემონტაჟი – მათ ადგილას მოეწყო მოსასვენებელი სივრცე;

 31 მისამართზე დამონტაჟდა ფიტნეს ტრენაჟორები;

 30 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა უსაფრთხოების მოაჯირებს;

 კეთილმოწყობის სხვადასხვა სამუშაო 46 მისამართზე ჩატარდა;
 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 110 პროექტი განხორციელდა;

ჩატარდა 8 სპორტული და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება.

2019 წლის 9 თვის განმავლობაში განხორციელებული პროექტებისთვის ჯამში, 11 172 050 ლარი დაიხარჯა.

 

კომენტარი