თბილისში რეგიონის ყველაზე მასშტაბურ სტარტაპ ღონისძიებას მასპინძლობს

თბილისში რეგიონის ყველაზე მასშტაბურ სტარტაპ ღონისძიებას მასპინძლობს

78
გაზიარება

2019 წლის 8-10 ნოემბერს თბილისში, Startup Grind-ის რეგიონული ღონისძიება გაიმართება. Startup Grind Europe-Asia Connect-ი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით იმართება და მას 1 500-ზე მეტიმონაწილე დაესწრება.

საქართველოში დაგეგმილი რეგიონული ღონისძიება Startup Grind-ის ფარგლებში გამართული მესამე ყველაზე მასშტაბური ღონისძიება იქნება „სილიკონველისა“(8000 დელეგატი) და ლონდონის (3000 დელეგატი) შემდეგ. კონფერენცია აერთიანებს 30-ზე მეტ სპიკერს 20-ზე მეტი ქვეყნიდან.

„ეს ისტორიული მომენტია საქართველოსთვის, რადგან მსგავსი მასშტაბის სტარტაპ ღონისძიება, მსგავსი საერთაშორისო დონის სპიკერებით, ჩვენ ქვეყანაში პირველად იმართება. ჩვენი მთავარი მიზანია ჩამოვაყალიბოთ ძლიერი სტარტაპ საზოგადოება, დავაინტერესოთ საერთაშორისო ინვესტორები, რომ საქართველო გახდეს რეგიონალური ჰაბი სტარტაპებისთვის“ – აცხადებს Startup Grind Tbilisi-ის დირექტორი, გიორგი ტუხაშვილი.

ტექნოლოგიური კონფერენციის სპიკერები იქნებიან ისეთი კომპანიების დამფუძნებლები და წარმომადგენლები, როგორიცაა: Google, Glovo, 500 Startups Fintech Fund, Picsart, Garage Ventures, Shift, Nexus Partners და სხვა. ასევე, ანტრეპრენერები, ტრენერები და ინვესტორები ევროპიდან და აშშ-დან. ღონისძიება მოიცავს მრავალფეროვან სესიებსა და ფორმატებს, რომლებიც დამსწრეებს ევროპის მასშტაბით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში ახალ მიღწევებს გააცნობენ. Startup Grind-ის რეგიონული ღონისძიება თავს მოუყრის მსოფლიოსწარმატებულ სტარტაპებს, ტექნოლოგიების სფეროში მოქმედ კომპანიებს დაექსპერტებს იმისთვის, რომ რეგიონი მიმზიდველი გახადოს მსოფლიოს წარმატებული ბიზნესებისთვის, ხელი შეუწყოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებას და ინვესტიციების მოზიდვას ქვეყანაში.

Startup Grind-ი ყველაზე დიდი საერთაშორისო ქსელია სტარტაპებისთვის და განვითარების საწყის ეტაპზე მყოფი კომპანიებისთვის, რომელიც 600-ზე მეტ წარმომადგენლობას და 2 მილიონ წევრს აერთიანებს.

Startup Grind-ის ტექნოლოგიური სამიტი ახალი შესაძლებლობაა ქართული და რეგიონალური კომპანიებისა და სტარტაპებისთვის ახალი კავშირების დასამყარებლად და გამოცდილების გასაზიარებლად.

წყარო: bpn.ge

კომენტარი