მესამე მასივსა და ვარკეთილში სამი ახალი სპორტული მოედანი გაიხსნება

მესამე მასივსა და ვარკეთილში სამი ახალი სპორტული მოედანი გაიხსნება

38
გაზიარება

სამგორის რაიონში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. მესამე მასივსა და ვარკეთილში მალე სამი ახალი სპორტული მოედანი გაიხსნება.

ვარკეთილი 3-ში, მე-2 მიკრორაიონის N38 კორპუსის მიმდებარედ ფეხბურთისა და კალათბურთის კომბინირებული მოედანი ეწყობა. 620 კვ.მ ფართობის ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი თანამედროვე სტანდარტებს სრულად დააკმაყოფილებს, მოეწყობა სპეციალური პანდუსი და გარემო შშმ პირთათვის ადაპტირებული იქნება. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 86 ათასი ლარია და მას სამგორის რაიონის გამგეობის დაკვეთით შპს
„დანი კონსტრაქშენი“ ახორციელებს.

ახალი სპორტული მოედნები ერთ თვეში გახსნება მესამე მასივშიც, სადაც სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგეობის კონტრაქტორი კომპანია „პე ბე“ ასრულებს.

ვარკეთილის ზემო პლატოს N41 კორპუსის მიმდებარედ სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ხელოვნურსაფარიანი, 480 კვ.მ ფართობის სტადიონი შშმ პირთათვის ადაპტირებული იქნება. ტერიტორიაზე მოეწყობა ტრიბუნა და გარე განათების სისტემა.

მესამე მასივში, მეათე კვარტლის N9 კორპუსის მიმდებარედ 600 კვ.მ ფართობის სპორტული მოედანი ეწყობა. ფეხბურთისა და კალათბურთის კომბინირებულ მოედანზე ბალახის ხელოვნური საფარი დაიგება, დამონტაჟდება კალათბურთის ფარები, მოეწყობა ტრიბუნა და გარე განათების სისტემა.

სამგორის რაიონის გამგეობა სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას სხვადასხვა მისამართზე ახორციელებს. მიმდინარე წელს 14 სპორტული მოედანი და 36 ფიტნეს ზონა მოეწყო. ამჟამად კი შვიდი სპორტული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს.

კომენტარი