მიმდინარე წელს კრწანისის რაიონში განხორციელებული პროექტები

მიმდინარე წელს კრწანისის რაიონში განხორციელებული პროექტები

73
გაზიარება

კრწანისის რაიონის გამგეობა საკუთარ “ფეისბუქგვერდზე” მიმდინარე წელს რაიონში განხორციელებული პროექტების სიას აქვეყნებს:

 საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა 44 745 კვ.მ ფართობზე;

 სკვერების მოწყობა-რეაბილიტაცია 8 მისამართზე განხორციელდა;

 საბავშვო მოედნების მოწყობის სამუშაოები 4 მისამართზე ჩატარდა;

 გრუნტის დამჭერი კედელი 17 მისამართზე მოეწყო;

 5 მისამართზე დამონტაჟდა უსაფრთხოების მოაჯირები;

 მიწისქვეშა კომუნიკაციები 14 მისამართზე მოწესრიგდა;

 ზემო ფონიჭალაში მოეწყო ახალი სანიაღვრე სისტემა;

 კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების ორგანიზებით, ჩატარდა 9 ღონისძიება;

 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 62 პროექტი განხორციელდა;

 სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები 51 მისამართზე ჩატარდა;

 გამწვანებისა და მცენარეთა მოვლა-პატრონობის სამუშაოები 115 მისამართზე შესრულდა;

 2019 წლის 9 თვის განმავლობაში განხორციელებული პროექტებისთვის ჯამში, 9 172 300 ლარი დაიხარჯა.

 

კომენტარი