ჭიჭინაძის ქუჩის მონაკვეთზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ჭიჭინაძის ქუჩის მონაკვეთზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

48
გაზიარება

გლდანის რაიონში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო აქტიურად მიმდინარეობს.

ზაჰესში, ჭიჭინაძის ქუჩის მონაკვეთიდან თავისუფლების ქუჩა N7-მდე გზის რეაბილიტაცია დაიწყო. საგზაო სამუშაოების შედეგად, წყალარინების ქსელი 335 გრძივ მეტრზე იცვლება, რის შემდეგაც, ასფალტის საფარის დასაგებად, მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყება.

პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი დაახლოებით, 3 640 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება. ასევე, მოეწყობა ფეხით სავალი ბილიკი და ბორდიური.

სამუშაოებისთვის, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა „ენ კა“ ახორციელებს, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 321 156 ლარია გათვალისწინებული.

სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის გამგებელი ბექა მიქაუტაძე გაეცნო.

კომენტარი