თბილისის მერიის განცხადება მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით

თბილისის მერიის განცხადება მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით

67
გაზიარება

დედაქალაქის მასშტაბით დაგეგმილი საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს, 19:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება სიმონ კანდელაკის ქუჩაზე და ასევე, ამაღამ, 23:00 საათიდან 07:00 საათამდე, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება – ვახტანგ გორგასალის ქუჩაზე, პეტრე ბაგრატიონის მოედნიდან – გია გულუას მოედნამდე და თენგიზ შეშელიძის ქუჩაზე, დავით სარაჯიშვილის ქუჩის კვეთიდან – გიორგი მინდელის ხიდამდე.

სამუშაოებს ,,თბილსერვის ჯგუფი’’ ახორციელებს.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!

კომენტარი