კლარა კვეესისა და მისი სახელობის ქუჩის ამბები

კლარა კვეესისა და მისი სახელობის ქუჩის ამბები

98
გაზიარება

გლდანის რაიონში კლარა კვეესის სახელობის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება მიმდინარეობს.

დაახლოებით, 350 მეტრზე წყალარინების ცენტრალური ქსელი ეწყობა.

სამუშაოებისთვის, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს „ლოგი“ ახორციელეს, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 44 442 ლარია გათვალისწინებული.

რაც ქუჩის დასახელებას შეეხება, ვფიქრობთ სინტერესოა რატომ დაერქვა ეს სახელი და ვინ იყო უცხოური ჟღერადობის გვარის მქონე ადამიანი, რომელიც ფართო საზოგადოებისათვის არც თუ ისე ცნობილია?

ბიბლიოგრაფიულ მონაცემებში ვკითხულობთ: კლარა კვეესი – ქართული მოდერნისტული მხატვრობის ერთ-ერთი საინტერესო წარმომადგენელი. მხატვრობამ ადრეული ასაკიდან გაიტაცა, ძირითადად ხატავდა ნატურიდან – ყვავილებს, ოჯახის წევრებისა და მეგობრების პორტრეტებს​.

კვეესი თბილისში 1903 წელს დაიბადა. მხატვრის მამა, კარლ კვეესი წარმოშობით ლატვიელი იყო. 1896 წელს მეფისნაცვალ ვორონცოვის მოწვევით იგი მეუღლესთან _ კლარა ცახერლისთან ერთად რიგიდან თბილისში ჩამოდის. მას, როგორც გამოცდილ და ცნობილ მებაღე-არქიტექტორს, ქალაქის გამწვანების სამუშაოების ხელმძღვანელობა ჩააბარეს. დროებით ჩამოსული ოჯახი სამუდამოდ დამკვიდრდა საქართველოში.

1921 წელს ჩააბარა სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტზე. უკვე ამ დროიდან აქტიურად მუშაობს გრაფიკაში, ფერწერასა და ოფორტში (მშრალი ნემსის ტექნიკით).

1930 წელს სწავლის თავისუფალი რეჟიმის მქონე კლარა კვეესი “მოდერნისტული ხელოვნებით გატაცების” ბრალდებით გარიცხეს აკადემიიდან;

1930-1934 წწ. მუშაობდა რუსულ მოზარდ მაყურებელთა თეატრში (ТЮЗ) სოლიკო ვირსალაძესთან ერთად, სადაც გააფორმა სპექტაკლები: სუმბათაშვილ-იუჟინის “ღალატი” და მოლიერის “სკაპენის ოინები”;

1939-1970 წწ. მუშაობდა მხატვრად ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში;

მონაწილეობა აქვს მიღებული 45-ზე მეტ არქეოლოგიურ ექსპედიციაში (მათ შორის ვანის, მცხეთის, ბაგინეთის, ბედიანის, სვანეთის, ბიჭვინთის გათხრებში). მისი არქეოლოგიური ჩანახატებით, სქემებითა და რეკონსტრუქციებით იბეჭდებოდა არქეოლოგიური ანგარიშები, სამეცნიერო კვლევები, მონოგრაფიები, მაგრამ სამწუხაროდ, არსად არ არის მოხსენიებული.

მისი პირველი პერსონალური გამოფენა 1967 წელს ეწყობა ელენე ახვლედიანის სახელოსნოში, თავად ელენე ახვლედიანის ინიციატივითა და ხელშეწყობით.

გამოფენამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა პროფესიულ საზოგადოებაში. 1968 წელს ექსპოზიცია საქართველოს მხატვართა კავშირში გადაიტანეს.

მხატვრის სიცოცხლეში კიდევ ერთი პერსონალური გამოფენა შესდგა 1982 წელს მხატვართა სახლში;

1997 წელს კი უკვე მხატვრის გარდაცვალების შემდეგ, მოეწყო გამოფენა “კავკასიურ სახლში”.

დასასრულს გთავაზობთ კლარა კვეესის ნახატებს.

წყარო: http://www.nplg.gov.ge

კომენტარი