თბილისში მონაცემთა ფესტივალი გაიმართება

თბილისში მონაცემთა ფესტივალი გაიმართება

52
გაზიარება

DataFest Tbilisi წელს კიდევ ერთხელ 14-16 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში გაიმართება.

ფესტივალი, როგორც ორგანიზატორები აცხადებენ ყველასთვისაა, ვინც აცნობიერებს, თუ რა მნიშვნელოვანია მონაცემები.

DataFest Tbilisi აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში წამყვანი ყოველწლიური მონაცემთა ფესტივალია.

2019 ფესტივალის მესამე წელია. ეს არის ადგილი, სადაც მონაცემთა მეცნიერები, ჟურნალისტები, მარკეტერები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ბიზნესმენები, ხელისუფლების წარმომადგენლები, დეველოპერები და დიზაინერები სამი დღის განმავლობაში ერთად იკრიბებიან, რათა მოუსმინონ გამოსვლებსა და ვორქშოფებს, გააღრმაონ კავშირები…

წლევანდელი DataFest Tbilisi-ის სასაუბრო თემებია:
-ამბის თხრობა მონაცემებით
-მონაცემთა ვიზუალიზაცია
-მონაცემთა მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი
-მონაცემები და ფინანსური ტექნოლოგიები (FinTech)
-მონაცემები ბიზნესისა და მარკეტინგისთვის
-მონაცემები და კიბერუსაფრთხოება
-ღია მონაცემები და მონაცემებზე ორიენტირებული პოლიტიკის შემუშავება
-მონაცემები ადამიანის უფლებებისთვის
-მონაცემთა სტარტაპები
-მონაცემები მდგრადი განვითარების მიზნებისთვის (SDGs)
-მონაცემები მედიცინასა და ჯანდაცვაში
-მონაცემები გონიერი ქალაქებისთვის (Smart cities)

ღონისძიების ორგანიზატორები არიან ფორსეტი, თბილისის სტარტაპ ბიურო და MaxinAI.

კომენტარი