კრწანისის გამგებელი მედალოსან მოსწავლეებს შეხვდა

კრწანისის გამგებელი მედალოსან მოსწავლეებს შეხვდა

107
გაზიარება

კრწანისის რაიონის გამგებელი ლევან ჯაფარიძე რაიონში მდებარე საჯარო სკოლების მედალოსან მოსწავლეებს შეხვდა. შეხვედრაზე გამგებელმა მედალოსნებს რაიონში განხორციელებული წარმატებული პროექტები გააცნო. ასევე, მათი შეხედულებები, ხედვები და რაიონის ეკონომიკური განვითარების შესახებ იდეები მოისმინა.

კრწანისის სკვერში 2018-2019 წელს რაიონში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების ფოტოსურათები გამოიფინა. ღონისძიების მიზანი ადგილობრივი თვითმართველობის საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა და რაიონში განხორციელებული პროექტების გაცნობა იყო.

„ჩვენთვის მსგავს აქტივობებში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა პრიორიტეტულია. ჩემთვისაც ეს მათთან ურთიერთობის, მათი სურვილებისა და აზროვნების გაგების საუკეთესო საშუალებაა. შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი გამოდგა. გარდა იმისა, რომ მათ ჩვენს პროექტებზე ვესაუბრე, ასევე, მოვისმინე მათი იდეები, შეხედულებები და სურვილები. მიხარია, რომ ახალი თაობა ასე კარგად აზროვნებს და ასეთი მოტივირებულია“, – აღნიშნა ღონისძიებაზე ლევან ჯაფარიძემ.

შეხვედრას კრწანისის გამგებელთან ერთად კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა დაესწრო. ღონისძიების დასასრულს მედალოსნებს საჩუქრად იოსებ გრიშაშვილის წიგნი – „ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა“ გადაეცათ.

კომენტარი