ნიკოლაძის ქუჩაზე ეროვნული მემკვიდრეობის ძეგლის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს

ნიკოლაძის ქუჩაზე ეროვნული მემკვიდრეობის ძეგლის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს

66
გაზიარება

ვერაზე, იაკობ ნიკოლაძის ქუჩაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს. შენობა, რომელიც საცხოვრებელი სახლია „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამაგრდება.

პროექტით გათვალისწინებულია შენობის კონსტრუქციული ელემენტების – საძირკველისა და კედლების გამაგრება, ასევე, ფანჯრების გამოცვლა.

აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში შვიდი ოჯახი ცხოვრობს. შენობის გამაგრების შემდეგ, რომელიც მომავალი წლის დასაწყისში დასრულდება, მათი საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუმჯობესდება.

სამუშაოების განხორციელებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 207 ათასი ლარი დაიხარჯება.

კომენტარი