ავლაბარში დაზიანებული საყრდენი კედლის აღდგენა დაიწყო

ავლაბარში დაზიანებული საყრდენი კედლის აღდგენა დაიწყო

85
გაზიარება

ისნის რაიონის გამგეობამ ავლაბარში, რაზიკაშვილის ქუჩის N6-ში, გადაუდებელი გარემოებიდან გამომდინარე, დაზიანებული საყრდენი კედლის აღდგენა დაიწყო.

აღნიშნულ ტერიტორიაზე, საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, გრუნტის დამჭერი კედელი ჩამოიშალა, რამაც აგურით ნაშენი ღობის ჩამონგრევა გამოიწვია და ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხე შეუქმნა.

ისნის გამგეობის მიერ, ოპერატიულად მოხდა ძველი კედლის დემონტაჟი, ხოლო მის ნაცვლად, ახალი საყრდენი კედელი ეწყობა.

მიმდინარე სამუშაოებს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

რაზიკაშვილის N6-ში, გზის სავალი ნაწილის უსაფრთხოებისთვის საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები მერიის სარეზერვო ფონდიდან 8 000 ლარით დაფინანსდა.

კომენტარი