,,ერეკლექტიკა“ – სიყვარულით ადამიანებისათვის

,,ერეკლექტიკა“ – სიყვარულით ადამიანებისათვის

116
გაზიარება

თბილისის ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში, ნიჭიერი მოქანდაკე ერეკლე წულაძის რიგით მეორე პერსონალური გამოფენა გაიხსნა, სახელწოდებით ,,ერეკლექტიკა“.

გამოფენაზე მოქანდაკე ბოლო ოთხი წლის განმავლობაში შექმნილ ორმოცდაათამდე სკულპტურულ ნამუშევარს წარმოადგენს, დამთვალიერებელს მისი ხილვის საშუალება ათი დღის განმავლობაში ექნება.

ავტორის თქმით ამ გამოფენის მთავარი სათქმელი პერსონალური ცნობიერების ეკლექტიკის, გმირის, პერსონის შექმნა და სამყაროსთან მისი განსხვავებული შერწყმაა . მოქანდაკე საკუთარ ნამუშევრებს ყოველთვის ადამიანებს უძღვნის, რომლებიც სიყვარულთან ერთად ხანდახან სძულს კიდეც, რადგან მიაჩნია რომ ადამიანს რამდენადაც შეუძლია შექმნას საუკეთესო რამ, ამავდროულად შეუძლია ერთი ხელის მოსმით გააფუჭოს და ნაცრად აქციოს მისივე შექმნილი შედევრიც კი.

მისამართი: შოთა რუსთაველის გამზირი N7

კომენტარი