“თბილსერვის ჯგუფის” განცხადება თბილისში მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით

“თბილსერვის ჯგუფის” განცხადება თბილისში მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით

50
გაზიარება

დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება.

აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს 12 ნოემბერს, 22:00 საათიდან 13 ნოემბრის 07:00 საათამდე, პეკინის გამზირზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

დღესვე, 23:00 საათიდან 13 ნოემბრის 07:00 საათამდე, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება ცოტნე დადიანის, სესილია თაყაიშვილის, გიორგი ლეონიძისა და ჯავახეთის ქუჩებზე.

“თბილსერვის ჯგუფი” ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!

კომენტარი