მსოფლიო მნიშვნელობის სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანია Sto პრეზენტაციას თბილისში პირველად გამართავს

მსოფლიო მნიშვნელობის სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანია Sto პრეზენტაციას თბილისში პირველად გამართავს

57
გაზიარება

15 ნოემბერს, 10:30 საათზე სასტუმროში “რადისონ ბლუ ივერია თბილისი” გერმანული სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანია Sto-ს წარმომადგენელი, დანიელ ლიდნლი ქართული სამშენებლო სექტორისთვის ეკო-მეგობრულ პროდუქტებს წარადგენს. პრეზენტაციას შინაარსით- ინოვაციური ტექნოლოგია ჯანსაღი გარემოსთვის,  გერმანულ მხარესთან ერთად დაესწრებიან ქართველი არქიტექტორები, კერძო სექტორის და  სახელწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, გაიმართება პანელური დისკუსია თემაზე: „შენება შეგნებით”. 

ღონისძიების ორგანიზატორები არიან უძრავი ქონების წამყვანი ქართული საინვესტიციო-საკონსულტაციო ჰაბი- Property Georgia და საერთაშორისო უძრავი ქონების ფედერაციის ადგილობრივი წარმომადგენლობა – FIABCI-Georgia. მხარდამჭერია Digital Area. ორგანიზატორებისთვის 15 ნოემბრის ღონისძიება გაგრძელებაა ერთი თვის წინ, “საქართველოს ბანკის” პარტნიორობით, თბილისში გამართული მასშტაბური საერთაშორისო უძრავი ქონების და ტურიზმის ფორუმისა -“მდგრადი და მედეგი ქალაქების მშნებელობა”.

გერმანული გამოცდილება, რომელსაც ბატონი ლინდლი შეხვედრის დროს გაუზიარებს პანელის მონაწილეებს და პრეზენტაციის დამსწრეებს, ეყრდნობა მეცნიერულ მიდგომებს სამშენებლო წარმოებაში, რაც თავის მხრივ აისახება გარემოზე ზრუნვაში. კომპანია Sto მსოფლიოში ცნობილია iQ – ინტელექტუალური ტექნოლოგიების პროდუქტებით, როგორიცაა StoColor Photosan- ფასადის ინოვაციური საფარი, რომლის აქტიური ელემენტები ეფექტურად ასუფთავებს ჰაერს ავტომობილების გამონაბოლქვისგან.

ურბანული მიგრაციის გლობალურად მზარდი სტატისიკის ფონზე, სამშენებლო სექტორისთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი ურბანული განვითარების შესახებ თანამედროვე სიახლეების და ტენდენციების გაცნობა, განსაკუთრებით, როდესაც ეს პრაქტიკული მაგალითების სახით ხდება. Property Georgia და FIABCI Georgia ,,მდგრადი და მედეგი ქალაქების განვითარების” შესახებ სანფორმაციო კამპანიას, ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შემდგომშიც განაგრძობენ.

კომენტარი