საინტერესო ინფორმაცია სკოლებისათვის

საინტერესო ინფორმაცია სკოლებისათვის

210
გაზიარება

მოზარდებში შინაური ცხოველების მიმართ ემპათიისა და ჰუმანური განწყობა – დამოკიდებულებების ჩამოყალიბების, სოციალური პასუხისმგებლობის წახალისების მიზნით ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, „საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიის“ ფარგლებში, დედაქალაქის სკოლებში განაახლებს საინფორმაციო – შემეცნებით გაკვეთილების ჩატარებას.

გაკვეთილის განმავლობაში, მოსწავლეები მიიღებენ ინფორმაციას შემდეგ საკითხებზე:

  • რას ნიშნავს ცხოველის კეთილდღეობა;
  • რა უფლებები აქვს ცხოველს;
  • მიუსაფარი ცხოველების პრობლემები და საჭიროებები;
  • რატომ უკეთიათ ძაღლებს ,,საყურე“;
  • რა გავლენას ახდენს ცხოველის ყოლა ბავშვის ფსიქო – ემოციურ განვითარებაზე;
  • რა პასუხისმგებლობა აქვს ცხოველის პატრონს;
  • როგორ უნდა მოვიქცეთ გასაჭირში მყოფი ცხოველის აღმოჩენის შემთხვევაში;
  • ცხოველების მიმართ ჩამოყალიბებული სტერეოტიპები და არარაციონალური შიშები;
  • მიუსაფარ ცხოველებთან ურთიერთობის წესები.

გაკვეთილის ფარგლებში, მოსწავლეები მოკლემეტრაჟიან ფილმებს ნახავენ და მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე იმსჯელებენ.

სოციალური პასუხისმგებლობის წახალისების მიზნით, იმ მოსწავლეებს, რომლებიც ცხოველების კეთილდღეობისათვის სხვადასხვა ღონისძიებას ახორციელებენ, სააგენტო სერტიფიკატებს გადასცემს და მიანიჭებს სტატუსს – ,,ცხოველების მეგობარი”.

– გთხოვთ, გამოგვეხმაუროთ! ერთად შევუწყოთ ხელი მოზარდებში ცხოველებისადმი ჯანსაღი და ჰუმანური განწყობის ჩამოყალიბებას – მოუწოდებს სკოლის ადმინისტრაციებს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო.

ამ კარგი ინიციატივის სკოლაში ჩატარების მსურველები დაუკავშირდით ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს/Animals Monitoring Agency-ს შემდეგ ნომრებზე: 0322-421-424; 557-514-566

სტატიის დასასრულს გთავაზობთ ფოტოებს, რომლებიც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ მოწოდებულ ინიციატივის სარგებლიანობაში დაგარწმუნებთ და ვფიქრობთ განწყობასაც აგიმაღლებთ.

კომენტარი