ტრენინგები ციფრულ ტექნიკაზე დამოკიდებულების შესახებ

ტრენინგები ციფრულ ტექნიკაზე დამოკიდებულების შესახებ

88
გაზიარება

მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრში საპილოტე სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლების ტრენინგები დაიწყო.

ტრენინგის თემაა მოზარდებში გაჯეტდამოკიდებულება და კიბერბულინგი.

სწავლებაში იმ საპილოტე სკოლების მასწავლებლები მონაწილეობენ, სადაც მანდატურის სამსახური სოციალური უნარ-ჩვევების განვითარების გრძელვადიან პროექტს ახორციელებს.

მოზარდებში გაჯეტდამოკიდებულებასა და კიბერბულინგთან დაკავშირებით ახალი მოდული მანდატურის სამსახურმა გაეროს ბავშვთა ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობითა და კვალიფიციური ექსპერტების ჩართულობით, შეიმუშავა.

კომენტარი