ყაზბეგის გამზირზე სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო

ყაზბეგის გამზირზე სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო

85
გაზიარება

ყაზბეგის გამზირი N1 და N3-ის მიმდებარედ, სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი მოედნები, სადაც კაუჩუკის რბილ საფარზე სხვადასხვა სახის ატრაქციონი დამონტაჟდება. ამ დროისთვის, ბორდიურისა და საჩრდილობლის მოწყობა მიმდინარეობს. ასევე, დამონტაჟდება LED განათების ქსელი, გარე ტრენაჟორი და საპარკე სკამები. სკვერში გამწვანების სამუშაოებიც განხორციელდება და ღობით შემოისაზღვრება.

მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და მაჟორიტარი დეპუტატი დავით უთმელიძე გაეცნენ.

სამუშაოებისთვის, რომელსაც კომპანია „ტაო“ აწარმოებს, გამგეობის ბიუჯეტიდან 73 140 ლარია გამოყოფილი.

კომენტარი