შეხვედრა ეროვნული უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან 

შეხვედრა ეროვნული უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან 

70
გაზიარება

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე საკრებულოსთან არსებული ეროვნული უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს წევრებს შეხვდა.

შეხვედრაში,  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე, ეროვნული უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე რიტა ხიდირბეგიშვილი და სახალხო დამცველის წარმომადგენელი მონაწილეობდნენ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა და ეროვნული უმცირესობების საბჭოს საქმიანობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ეროვნული უმცირესობების საბჭოს არსებობა და მუშაობა დედაქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენთან ერთად, სხვადასხვა ფორმატებში განვიხილავთ იმ საკითხებს, რომლებიც ჩვენი  საზოგადობრივ-პოლიტიკური ცხოვრების ერთობლიობას წარმოადგენს. ეს საბჭო საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ  მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ყველასთვის საინტერესო თემებზე. ეს აუცილებელია ჩვენი ქალაქისთვის და ეროვნული უმცირესობების საკოორდინაციო საბჭო ამაში პოზიტიურ როლს ასრულებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს შეხვედრა ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში იმართება, რადგან ტოლერანტობა თბილისს გამოარჩევს, როგორც სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელთა მეგობრული ურთიერთობის და თანაცხოვრების საუკეთესო მაგალითს,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა ტოლერანტობის კვირეულის მნიშვნელობაზე და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა. მან თბილისის საკრებულოს ასეთი ფორმატის არსებობისთვის მადლობა გადაუხადა. ჩუღურეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობაზე და ამ საბჭოს ფარგლებში მიმდინარე პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.

ეროვნული უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა მიმდინარე საკითხები განიხილეს და ერთობლივი ღონისძიებები დასახეს.

შეხვედრის ბოლოს, საკოორდინაციო საბჭოს წევრებს წარმატებული საქმიანობისთვის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

კომენტარი