ახალი საგანმანათლებლო პორტალი ამუშავდა

ახალი საგანმანათლებლო პორტალი ამუშავდა

48
გაზიარება

ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში შეიქმნა ერთიანი საგანმანათლებლო ელექტრონული პორტალი EL.GE, რომელიც მიზნად ისახავს ონლაინ სწავლებისა და ელექტრონული მასალების გამოყენების პოპულარიაზაციას, რათა მთელი საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ ადამიანს ჰქონდეს წვდომა საგანმანათლებლო და შემეცნებითი ხასიათის რესურსებზე.

აქ თავს იყრის სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ შექმნილი საგანმანათლებლო და შემეცნებითი რესურსები: ელექტრონული წიგნები, ვიდეო და ფოტო მასალა, ნოტები და სხვადასხვა სახის გრაფიკული გამოსახულებები. ამ დროისთვის პორტალზე 20 000- მდე რესურსია ატვირთული.

პორტალი საშუალებას აძლევს სხვადასხვა ორგანიზაციას, განათავსონ თავიანთი ელექტრონული რესურსები.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს პორტალის განვითარებაზე მუშაობა პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად.

კომენტარი