ინფორმაცია ახალგაზრდებისათვის – მედიაწიგნიერების ონლაინ კურსზე რეგისტრაცია დაიწყო

ინფორმაცია ახალგაზრდებისათვის – მედიაწიგნიერების ონლაინ კურსზე რეგისტრაცია დაიწყო

52
გაზიარება

თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანება იწყებს მედიაწიგნიერების დისტანციურ კურსს.

კურსი შედგება სამი სესიისგან და მოიცავს ლექციებს, საკითხავ მასალებს, საგანმანათლებლო რესურსებსა და შეფასების ინსტრუმენტებს. კურსის მონაწილეს შესაძლებლობა აქვს მიიღოს ცოდნა და გამოცდილება მედიაპროდუქტების დეკოდირებაში, ანალიზსა და შეფასებაში.

ონლაინ კურსი შესაძლებლობას მისცემს ახალგაზრდებს, მათი ინტერესების ფარგლებში შეარჩიონ სასურველი თემა, წარმოადგინონ იდეები და საკუთარი ხედვა მიაწოდონ საზოგადოების ფართო წრეებს.

კურსის გავლა უფასოა.

პროექტში ჩართვას შეძლებს თბილისში მცხოვრები 18 წლიდან – 26 წლამდე ასაკის მქონე 25 (ოცდახუთი) ახალგაზრდა.

შერჩევა მოხდება ორ ეტაპად – I. სააპლიკაციო ფორმისა და სამოტივაციო წერილების გადარჩევისა და II. გასაუბრების გზით.

სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები და მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების მიერ ორგანიზებულ თემატურ ბანაკში.

ონლაინკურსი მომზადებულია საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციის (სსიდა) მიერ.

რეგისტრაციის პროცესი 2019 წლის 13 ნოემბერს დაიწყო და 2019 წლის 30 ნოემბრის 20:00 საათზე დასრულდება.

სარეგისტრაციო ბმული: https://docs.google.com/…/1FAIpQLSfNKsGV1PNXdhZ84…/viewform…

კომენტარი