„მეწარმეობა, როგორც მეცნიერება“ – ლექცია ვაკის მედიათეკაში

„მეწარმეობა, როგორც მეცნიერება“ – ლექცია ვაკის მედიათეკაში

98
გაზიარება

ილიაუნის “სამეცნიერო კაფის” ფარგლებში ბიზნესაქსელერატორ სპარკის მენეჯერისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორ სანდრო კანდელაკის საჯარო ლექცია გაიმართება სახელწოდებით: “Entrepreneurship როგორც მეცნიერება” .

21-ე საუკუნეში მეწარმეები არიან ადამიანები, რომლებიც ბიზნესის გარდა, საზოგადოებრივ კეთილდღეობასაც ქმნიან, რაც ადამიანებს სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში ეხმარება და მათ ცხოვრებას უფრო კომფორტულს ხდის. შეხვედრაზე საუბარი იქნება მეწარმეობის არსზე, მიღწევებზე და გამოწვევებზე, ყველა იმ საკითხზე, რასაც მეწარმეობა აერთიანებს.

დასწრება თავისუფალია.

ლექციას ტრადიციისამებრ ვაკის მედიათეკა 14 ნოემბერს, 19 საათზე მასპინძლობს.

კომენტარი