კალაძე:მუნიციპალურ ინსპექციას ლევან ჯღარკავა „თბილსერვის” რომეო მიქაუტაძე უხელმძღვანელებს

კალაძე:მუნიციპალურ ინსპექციას ლევან ჯღარკავა „თბილსერვის” რომეო მიქაუტაძე უხელმძღვანელებს

74
გაზიარება

თბილისი მერიაში საკადრო ცვლილებებია. როგორც დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, მუნიციპალური ინსპექციას ლევან ჯღარკავა „თბილსერვის ჯგუფს“  კი რომეო მიქაუტაძე უხელმძღვანელებს.
„ლევან ჯღარკავა აქამდე იკავებდა „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელის პოზიციას. მინდა ლევანს წარმატებები ვუსურვო. ის არის ეფექტიანი მენეჯერი და თავისი საქმის პროფესიონალი. ლევანი გიორგი ბაგრატიონს შეცვლის, რომელმიც ამჟამად  დაცვის პოლიციას ხელმძღვანელობს. რაც შეეხება „თბილსერვის ჯგუფს“ მის ხელმძღვანელად მინდა წარვადგინო რომეო მიქაუტაძე. მასთან წლების განმავლობაში გვაქვს მუშაობის გამოცდილება ენერგეტიკის სექტორში. ის გახლდათ „საქრუსენერგოს“ გენერალური დირექტორი და საკმაოდ რთულ პერიოდში მნიშვნელოვანი სამსახური გაუწია ენერგოსექტორს”,- განაცხადა კალაძემ.

კომენტარი