დედაქალაქში საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს, 22:00 საათიდან 15 ნოემბრის 07:00 საათამდე მერაბ კოსტავას ქუჩაზე – გმირთა მოედნიდან სპორტის სასახლემდე არსებულ მონაკვეთში მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
დღესვე, 23:00 საათიდან 15 ნოემბრის 07:00 საათამდე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება თამარ მეფის გამზირზე.
სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ასრულებს.