მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარედ ხეები დარგეს

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარედ ხეები დარგეს

87
გაზიარება

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური საშემოდგომო გამწვანების სამუშაოებს ინტენსიურად აგრძელებს.

გამწვანების სამუშაოები ჯავახეთის ქუჩაზე, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარედ შესრულდა. დაირგო 20 ძირი ჭრელფოთოლა ლუგუსტრუმი, 44 ძირი ფოტინია და 12 ძირი ზეთისხილი. ასევე, სამუშაოები ჩატარდა ვაზისუბანში, შანდორ პეტეფის ქუჩაზე, სადაც დაირგო 10 ძირი ჭრელფოთოლა ლუგუსტრუმი, 1 ძირი ფოტინია და 6 ძირი ზეთისხილი. პარალელურად, მიმდინარეობს მულჩირების სამუშაოები და დაგეგმილია ბალახის დაგება.

დედაქალაქის მასშტაბით, საშემოდგომო გამწვანების ფარგლებში, სულ დაგეგმილია 12 000-მდე ძირი ხისა და 8 000-ზე მეტი ბუჩქის დარგვა.

გამწვანების სამუშაოებს შპს ,,ეკოსერვის ჯგუფი’’ ახორციელებს.

კომენტარი