მშრალ ხიდზე შემონახული წარსული – ტბელ აბუსერიძის ფოტოკოლაჟი

მშრალ ხიდზე შემონახული წარსული – ტბელ აბუსერიძის ფოტოკოლაჟი

171
გაზიარება

მშრალი ხიდი (ყოფილი მიხეილის მცირე ხიდი) 1849-51 წლებში ააგეს. ხიდის პროექტის ავტორი და მთავარი მშენებელი ჯოვანი სკუდიერი გახლდათ. მისი დაღუპვის შემდეგ მშენებლობა ინჟინერმა ბლიკსმა დაასრულა. თლილი ქვით ამოყვანილი ხიდის ქვეშ XX საუკუნის 30-იან წლებამდე მტკვრის ტოტი მიედინებოდა, რომელიც ორბელიანთა, მოგვიანებით კი, მადათოვის კუთვნილ კუნძულს გამოჰყოფდა. ტოტის დაშრობის გამო, კუნძული გაქრა, ხიდი კი შემორჩა და მას “მშრალი ხიდი” დაერქვა.

წლებია, რაც მშრალი ხიდი, ფაქტობრივად, საქართველოს წარსულის საწყობად იქცა. ძველი ნივთები, სუვენირები… ყველაფერი, რაც ხალხმა, თითქოს, მიივიწყა, აქაა თავმოყრილი.

წარმოდგენილი ფოტოები მოქალაქე ტბელ აბუსერიძემ გასული წლის ზაფხულში გადაიღო და რამდენიმე დღის წინ “ფეისბუქჯგუფ” “თბილისურ ფოლორცში” გამოაქვეყნა.

კომენტარი