“სტამბის წიგნები” ვახტანგ ჯავახაძის ლექციას – „უცანურ ვარსკვლავზე დაბადებული გალაკტიონი“ – უმასპინძლებს

“სტამბის წიგნები” ვახტანგ ჯავახაძის ლექციას – „უცანურ ვარსკვლავზე დაბადებული გალაკტიონი“ – უმასპინძლებს

81
გაზიარება

17 ნოემბერს, 19:00 საათზე,  გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეს „სტამბის წიგნები“ ვახტანგ ჯავახაძის ლექციას უმასპინძლებს.
ორგანიზატორების ცნობით, ლექცია „უცანურ ვარსკვლავზე დაბადებული გალაკტიონი“ ლექციების კურსის – „შეხვედრები სტამბაში“ ფარგლებში ჩატარდება, რომელიც 17 ნოემბრიდან გალაკტიონის ცხოვრებისა და შემოქმედების გაცნობით დაიწყება.
9-თვიანი კურსის ფარგლებში, „სტამბის წიგნებში“ ლექციები ჩატარდება ყოველ ოთხშაბათს და კვირას, საღამოს 7 საათზე.
ლექციაზე დასწრების საფასურია 10 ლარი (ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, გადახდა შესაძლებელია როგორც ადგილზე, ისე ონლაინ, სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ).
ყოველ კვირას და ოთხშაბათს ლექტორები წაიკითხავენ ლექციებს განსხვავებულ თემებზე, ლიტერატურაზე, მხატვრობაზე, კინოზე, თეატრზე, ისტორიაზე, ფილოსოფიაზე და სხვა.

კომენტარი