ვარკეთილსა და მუხიანში გამწვანების სამუშაოებს ატარებენ

ვარკეთილსა და მუხიანში გამწვანების სამუშაოებს ატარებენ

76
გაზიარება

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური საშემოდგომო გამწვანების სამუშაოებს ამჯერად, ვარკეთილის ხიდების მიმდებარედ და მუხიანში, გობრონიძის ქუჩაზე განაგრძობს.
გამწვანების სამუშაოები ვარკეთილში სამკუთხედ თარგში შესრულდა – დაირგო 13 ძირი ფოტინია და 6 ძირი ჭრელფოთოლა ლუგუსტრუმი. მუხიანში გზაგამყოფ კუნძულზე კი დაირგო 54 ხე-მცენარე, კერძოდ, 32 ძირი ფოტინია და 22 ძირი ჭყორი;
დედაქალაქის მასშტაბით, საშემოდგომო გამწვანების ფარგლებში, სულ დაგეგმილია 12 000-მდე ძირი ხისა და 8 000-ზე მეტი ბუჩქის დარგვა.
გამწვანების სამუშაოებს შპს ,,ეკოსერვის ჯგუფი’’ ახორციელებს.

კომენტარი