“ჯანმრთელობის არქიტექტურა” – როგორი უნდა იყოს საავადმყოფო?

“ჯანმრთელობის არქიტექტურა” – როგორი უნდა იყოს საავადმყოფო?

129
გაზიარება

არქიტექტურის გავლენის შეფასება ყველაზე კარგად საავადმყოფოებსა და პოლიკლინიკებშია შესაძლებელი – ადგილებში, სადაც ადამიანები ცუდად ყოფნის გამო მიდიან. არცერთ ადამიანს არ მოუნდება მოსწყდეს თავის ყოველდღიურობას და ოთხ კედელში გამოიკეტოს, ამიტომ სპეციალისტების ვალია – შექმნან პირობები, გარკვეული სივრცე, რომელიც ადამიანზე დადებითად იმოქმედებს.

გარემო ადამიანს აჯანსაღებს – ეს არ არის უბრალოდ მოგონილი ფრაზა. მაგალითად, არსებობს კვლევები, რომლებითაც დასტურდება, რომ ადამიანის ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს მხედველობითი კონტაქტი მცენარეებთან. უბრალო ბეტონის ნაგებობები არ დაეხმარება პაციენტს გამოჯანმრთელებაში.

მოდი, ვნახოთ, როგორ გამოიყურება ერასმუსის უნივერსიტეტთან არსებული სამედიცინო ცენტრი როტერდამში.

კომპლექსი სხვადასხვა დაწესებულებას მოიცავს. მაგალითად, აქ არის “მაკდონალდსი”. ძირითადი კორპუსები მოდერნულ სტილშია აგებული.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცენტრის ორივე მხრიდან პარკია განლაგებული – ოთახების ფანჯრებიდან მწვანე ხედი იშლება. ის ძალიან კომფორტულია ტრანსპორტის მხრივაც. ახლოს მდებარეობს მეტროს ხაზი და ავტობუსის გაჩერება.

კომენტარი