მხატვართა ოთხი თაობის გამოფენა ხელოვნების სასახლეში

მხატვართა ოთხი თაობის გამოფენა ხელოვნების სასახლეში

175
გაზიარება

თბილისის მერიის მხარდაჭერით ხელოვნების სასახლში საინტერესო და ამასთანავე უჩვეულო გამოფენა გაიხსნა.

„ვეფხვაძეები – მხატვართა ოთხი თაობა“ ასე ეწოდება ფართო საზოგადოებისათვის წარმოდგენლ ექსპოზიციათა ერთობლიობას და იგი ვეფხვაძეების მხატვართა დინასტიის ოთხივე თაობის – ივანე ვეფხვაძის (1888-1971), ალექსი ვეფხვაძის (1921-1982), ჯოვანი ვეფხვაძისა (1949-2016) და ბრუნო ვეფხვაძის მიერ შესრულებული ფერწერულ ნამუშევრებს – პორტრეტებს, პეიზაჟებსა თუ ისტორიული სიუჟეტებს წარმოგვიდგენს

გამოფენის ფარგლებში გაიმართა ორენოვანი კატალოგის პრეზენტაციაც, რომელიც მხატვართა ოთხივე თაობის შემოქმედებას აერთიანებს და რომელიც თბილისის მერიის მხარდაჭერით, ხელოვნების სასახლის მიერ გამოიცა.

არათუ ქართულ რეალობაში არამედ მსოფლიოშიც, იშვიათია, ერთ გვარში ოთხი თაობა მხატვრობას მისდევდეს. თამამად შეიძლება ითქვას რომ ვეფხვაძეთა საგვარეულომ ქართულ მხატვრობას გამორჩეული, ეროვნული სულისკვითებითა და მაღალი პროფესიონალიზმით გაჯერებული ხელოვნების თავისებური მიმდინარეობა აჩუქა… თუ ისტორიული მხატვრობის, ბატალური სცენებისა და ღირსსახოვარ მოვლენათა ტილოზე გადმოტანის სიმწირეს გავითვალისწინებთ, ადვილად მივხვდებით რაოდენ მნიშვნელოვანია ვეფხვაძეთა საგვარეულოს წვლილი ეროვნული კულტურის განვითარების საქმეში.

ვეფხვაძეების გვარს ტრადიციად ექცა სხვადასხვა საინტერესო თემებთან ერთად ტილოზე გაეცოცხლებინა საქართველოს წარსულის არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა თუ ისტორიული პირი.

ამ მხრივ გვარში პირველი ივანე ვეფხვაძე იყო (1888-1971) რომლის გზაც ვაჟმა ალექსი ვეფხვაძემ (1921-1982) განაგრძო და საქართველოს ისტორიას არაერთი მონუმენტური ტილო უძღვნა. ქართული ხელოვნების ისტორიაში დიდია ჯოვანი ვეფხვაძის (1949-2016) წვლილი, მხატვარმა თავის შესანიშნავ, განუმეორებელი კოლორიტით გაჟღენთილ ტილოებში ბრწყინვალედ გადმოსცა ძველი თბილისის თავგადასავალი, დაგვანახა წარსულის ხიბლი და ეპოქის მცხოვრებთა სულისკვეთება. მამის გზას აგრძელებენ მხატვრის შვილები – ბრუნო და დომენიკა ვეფხვაძეები.

გამოფენა ხელოვნების სასახლეში 2 კვირა, 29 ნოემბრამდე გაგრძელდება.

 

 

კომენტარი