„ლეონარდო და ვინჩის” გამარჯვებულები გამოვლინდნენ

„ლეონარდო და ვინჩის” გამარჯვებულები გამოვლინდნენ

88
გაზიარება

მწერალთა სახლში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მოსწავლე-გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის, „ლეონარდო და ვინჩის” გამარჯვებულების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.

გამოვლინდნენ გრანპრის, პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები, რომლებიც სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ;

გრანპრის მფლობელები გახდნენ სერვანტესის სახელობის გიმნაზია ,,აია-GESS”-ის მოსწავლეები როსტომ ნიორაძე და ქეთა აფციაური პროექტით – თეთრი დათვი შუქგამტარული მოქნილი მასივი სტატიკური მზის პანელის გაიდის როლში და პელტიეს ელემენტების გამოყენება ფუჭი სითბური ნაკადის უტილიზაციისათვის“.

I ადგილის მფლობელები გახდნენ სერვანტესის სახელობის გიმნაზია ,,აია-GESS”-ის მოსწავლეები მარიამ მაღრაძე, თეონა კონტრიძე, თეკლა ლეჟავა;

II ადგილზე გავიდნენ ამავე სკოლის მოსწავლეები ლიზი ტურაშვილი, მარიამ მიქაძე და ავთანდილ გუჯაბიძე;

III ადგილის მფლობელები კი გახდნენ სერვანტესის სახელობის გიმნაზია ,,აია-GESS”-ისა და ქ.თბილისის 51-ე საჯარო სკოლის, თბილისის კლასიკური გიმნაზის მოსწავლები გეგა შავდათუაშვილი, მარიამ ნინუა და ბაია გრძელიშვილი;

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი მოსწავლე-გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსს “ლეონარდო და ვინჩი” 2010 წლიდან ყოველწლიურად ატარებს.

კომენტარი