“დებატები 2019” სამგორის რაიონის ახალგაზრდებისათვის

“დებატები 2019” სამგორის რაიონის ახალგაზრდებისათვის

62
გაზიარება

ახალგაზრდისა და მით უფრო მოზარდისათვის დებატების შესწავლასა და საზოგადოებისათვის საკუთარი აზრის სწორად მიწოდების ცოდნის აუცილებლობა საკამათო დიდი ხანია აღარ არის. დებატების ხელოვნების მცოდნე ადამიანი საკუთარ თავში დარწმუნებულია და მოსმენაც შეუძლია.

ამგვარი შესავლის შემდგეგ, იმის გაგება რომ სამგორის რაიონში მცხოვრები მოზარდებისთვის სასკოლო დებატების კონკურსი იმართება ვფიქრობთ კარგი ინფორმციაა.

შემეცნებით – გასართობი პროექტი გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების ინიციატივით, უკვე მეხუთე წელია ხორციელდება.

სასკოლო, ხუთ სპიკერიან დებატებში მონაწილეობას მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები იღებენ – სულ 150 მოსწავლე 18 სკოლიდან.

ახალგაზრდები ერთმანეთს სხვადასხვა თემაზე მსჯელობაში შეეჯიბრებიან. განხილული იქნება განათლების, ეკონომიკის, თავდაცვის პოლიტიკის, შრომის კოდექსის, თვითმმართველობისა და სხვა საკითხები.

„დებატები 2019“ სამი თვე გაგრძელდება.

გამარჯვებული გუნდის თითოეულ წევრს სიგელებთან ერთად, ტექნიკისა და წიგნების მაღაზიების ვაუჩერები გადაეცემა.

პროექტის მიზანია, ახალგაზრდებს გააცნოს დებატები, როგორც სამოქალაქო ჩართულობის გასაძლიერებელი ინსტრუმენტი, ხელი შეუწყოს მოზარდებში ტოლერანტობისა და განსხვავებული აზრის პატივისცემის დამკვიდრებას. ასევე, მოსწავლეებს მიეცემათ საშუალება, გამოხატონ საკუთარი აზრი, განავითარონ კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირების და საზოგადოებაში აქტიური მონაწილეობის უნარები.

კომენტარი