მიტინგზე მოქცევის 10 წესი

მიტინგზე მოქცევის 10 წესი

258
გაზიარება

საქართველოში და განსაკუთრებით თბილისში „მომიტინგეობა“ (ხუმრობით თუ ნახევრად სერიოზულად) პროფესიადაც კი შეიძლება მივიჩნიოთ.

რადგან პროფესია ვახსენეთ აუცილებელია წესების დაცვა და საფრთხეების თავიდან არიდება, რომელიც ნებისმიერ საქმიანობას თან ახლავს.

ვფიქრობთ დროულია მიტინგზე მოქცევის წესები შემოგთავაზოთ.

მაშ ასე, გთვაზობთ შრომის უსაფრთხოების ექსპერტის გვერდის „Smitex • შრომის უსაფრთხოება  რჩევებს:

„მიტინგი – ეს მოვლენა ბოლო 30 წელია ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.

გარკვეული პერიოდულობით თბილისში იმართება მანიფესტაციები, რომლებიც იღებს ქაოტურ ხასიათს და ხშირად მთავრდება ადამიანების დაშავებით ან სიკვდილით

ადამიანების დიდი ჯგუფი, მასა, ხასიათდება გარკვეული თავისებურებებით. პოტენციურად, მასაში ყოფნა საფრთხის შემცველიც შეიძლება იყოს.

შესაბამისი პირობების წარმოქმნისას მშვიდობიანი მომიტინგეები ელვის სისწრაფით გადაიქცევიან ბრბოდ.

25 000-ზე მეტმა ასწია ხელი ფაშისტური სალმის მისაცემად და მხოლოდ ერთმა თქვა უარი ამის გაკეთებაზე. ჰამბურგი, გერმანია, 1936 წ.

საინტერესოა, რომ გარკვეული დროის მანძილზე ხალხის მასა შეიძლება დარჩეს ერთ ფაზაში და თავისით დაიშალოს, მაგრამ შეიძლება რამდენჯერმე შეიცვალოს ფაზები იმისათვის რომ მასიდან უვნებლად, ან მინიმალური ზიანით გამოვიდეთ, არსებობს რამდენიმე რეკომენდაცია:

  1. არ აჰყვეთ ემოციებს, ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე. მთავარია თქვენი გადარჩენა, დანარჩენი მეორეხარისხოვანია;
  2. ვმოძრაობთ ბრბოსთან ერთად, არავითარ შემთხვევაში არ ვეწინააღმდეგებით და არ ვდგავართ ადგილზე. მოძრაობისას ნელნელა უნდა გადავიდეთ განაპირა მხარეს;
  3. ხელები გვაქვს მკერდთან, იდაყვებში მოხრილი;
  4. მთავარი! არ უნდა დავეცეთ, ბრბო გადაგვთელავს, გადაგვივლის, ვერ ამოვისუნთქავთ და…
  5. არავის არ ვეკამათებით და არ ვამშვიდებთ, ბრბოში კამათს აზრი არ აქვს;
  6. ყველანაირად ვერიდებით პოლიციის კორდონს. თუ ვერ ავცდით, არ ვიჩენთ აგრესიას და ვასრულებთ პოლიციის მითითებას, ვცდილობთ გავეცალოთ;
  7. თუ ძირს რამე დაგვივარდა – დავივიწყოთ;
  8. ვერიდებით კედლებს, ღობეებს, ტრანსპორტს და ვცდილობთ გავიდეთ თავისუფალ ადგილზე;
  9. მსგავს შეკრებებზე არასოდეს არ უნდა წავიყვანოთ ბავშვები;
  10. ვცდილობთ არ დავეცეთ. თუ დავეცით, ხელები – სახეზე, მუხლები – მკერდთან და ვდგებით ხალხის მოძრაობის მიმართულებით.

რა თქმა უნდა, ჭკუის სწავლება ადვილია, რჩევების შესრულება კი რთული. მაგრამ მაინც, სჯობს ვიცოდეთ ვიდრე არა…

ამ პოსტის მიზანი არ არის კონკრეტული მოვლენების, ადამიანების, პოლიტიკური პარტიების შეფასება.”

კომენტარი