გოგიძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასრულდა

გოგიძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასრულდა

67
გაზიარება

საბურთალოს რაიონში, შალვა გოგიძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა.

სამუშაოების ფარგლებში, 1700 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დააგეს.

აღნიშნულ ქუჩაზე ასფალტის საფარი ამ დრომდე არ იყო და მოსახლეობა გრუნტის გზით გადაადგილდებოდა. ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულების შემდეგ ადგილობრივ მცხოვრებლებს წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდათ და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.

პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 120 000 ლარით დაფინანსდა.

კომენტარი