კვლევის საგანგაშო შედეგი – რა საფრთხეს უქმნის ბავშვს ეკრანთან დიდი ხნის გატარება?

კვლევის საგანგაშო შედეგი – რა საფრთხეს უქმნის ბავშვს ეკრანთან დიდი ხნის გატარება?

835
გაზიარება

ბოლო ათწლეულები სკოლამდელი ბავშვები უფრო და უფრო მეტ დროს ატარებენ ეკრანებთან, იქნება ეს ტელევიზორი, სმარტფონი თუ კომპიუტერი. ბუნებრივია კვლევების გარეშეც შეიძლება მივხვდეთ, რომ პატარის ეკრანთან მიჯაჭვულობა კარგი არ არის, რომ ბაღის ასაკის ბავშვი თამაშის მაგივრად ეკრანთან გაუნძრევლად ჯდომა არაბუნებრივია.

რა თქმა უნდა მშობლისათვის, რომელსაც მთელი დღის განმავლობაში უამრავი საოჯახო საქმე აქვს მოსაგვარებელი, ერთ ადგილზე წყნარად მჯდომი ბავშვი კომფორტია, მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც ჩვილობიდან ახლახან გამოსული ბავშვი ეკრანთან ერთ საათზე მეტ დროს ატარებს?

ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დიდ ქალაქებში დგას. საქართველოს მასშტაბით თბილისში უფრო დიდია ალბათობა, რომ მეტი ბავშვი და შესაბამისად მისი ოჯახი იყოს ეკრანზე დამოკიდებული ვიდრე სხვა, შედარებით პატარა ქალაქებსა თუ სოფლებში.

ამერიკის პედიატრიის აკადემიის (AAP-American Academy of Pediatrics) კვლევის შედეგად ერთმანეთს დაუკავშირეს ეკრანთან დიდხანს (1 საათზე მეტი დრო) ყოფნა და თავის ტვინში თეთრი ნივთიერებების განვითარების შეფერხება

ეს არის პირველი კვლევა, რომელიც სკოლამდელი ასაკის ბავშვებში ეკრანთან გატარებულ დროსა და ტვინის სტრუქტურის განვითარებას ერთმანეთს უკავშირებს და განვითარების მაჩვენებელს ზომავს.

კვლევის ხელმძღვანელი ცინცინატის ბავშვთა საავადმყოფოს პედიატრი ჯონ ჰიუტონია (John S. Hutton). კვლევა ჟურნალში JAMA Pediatrics ამ თვეში გამოქვეყნდა.

რა გავლენას ახდენს სკოლამდელი ასაკის ბავშვის ტვინზე სმარტფონთან, ტელევიზორთან, ან პლანშეტთან გატარებული დრო ტვინის განვითარების უმნიშვნელოვანეს პერიოდში?

კვლევაში 47 ბავშვი, მათ შორის 27 გოგონა და 20 ბიჭი მონაწილეობდა, რომლებიც ბაღში არ დაჰყავდათ.

3-დან 5 წლამდე ბავშვების ტვინს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) ჩაუტარეს.

ტომოგრაფიის ჩატარებამდე, მოზარდებს მისცეს კოგნიტური ტესტები, მშობლებმა კი შეავსეს ამერიკის პედიატრების აკადემიის მიერ შედგენილი ტესტი, რომელიც ზომავს პატარას მიერ ეკრანთან გატარებულ დროს.

კვლევს შედეგის სამედიცინო ტერმინოლოგიით, რომ არ გადაგღალოთ რამდენიმე სიტყვით ვიტყვით:

ბავშვებს, რომლებიც ეკრანთან 1 საათზე მეტს ატარებენ, ტვინის თეთრი ნივთიერება ნაკლებად აქვთ განვითარებული (სურათზე  მოციხფრო ფერით). ტვინის ეს ნაწილი პასუხისმგებელია მეტყველებისა და კოგნიტური უნარების განვითარებაზე.

შედეგებმა აჩვენა, რომ ის ბავშვები, რომლებიც 1 საათზე მეტს ატარებდნენ ეკრანთან და მშობლებთან ურთიერთობის დაბალი მაჩვენებელი ჰქონდათ, ტვინის თეთრი ნივთიერება ნაკლებად განვითარებული აქვთ.

კვლევის მიხედვით საშუალოდ 2 – 5 საათი ეკრანთან ყოფნა აფერხებს ბავშვების ყურადღების მდგრადობას და და თავისუფალ აზროვნებას. ამ დროს იზრდება კვების დარღვევების ჩვევების რისკიც და ქცევის პრობლემებიც.

ეკრანთან გატარებული ჭარბი დრო ასევე აჩვენებს მეტყველების დაგვიანებას, ძილის პრობლემებს, ძირითადი ფუნქციების მოშლას და აქვეითებს მშობლისა და შვილის ურთერთობის ხარისხს…

ერთი სიტყვით პრობლემა იდენტიფიცირებულია, აღწერილი ვითარება ნაცნობია, ძალიან ბევრ შემთხვევაში იგი ჩვენს უახლოეს გარემოცვაშიც გვხვდება. როგორ მოვიქცეთ, რა არის გამოსავალი?

გვესაუბრება ფსიქოლოგი თეა ვარაზაშვილი:

თბილისის N84 საჯარო სკოლის ფსიქოლოგი

პატარებისათვის უსაყვარლესი გასართობი: ინტერნეტ სივრცე, კომპიუტერული თამაშები, გაჯეტები. ისინი ჩვენი პატარების გონებას ხშირ შემთხვევაში სრულად იპყრობს. მათ შეუძლიათ  ფერად ეკრანს საათობით უყურონ.

ჭამის დროს არ აყურებინოთ ტელევიზორს, თუ გიძალიანდებათ ყურადღების გადასატანად სმარტფონი არ მიაწოდოთ.

ეს შეიძლება ორი კუთხით განვიხილოთ. მაგალითად, პოზიტიურ ჭრილში, არის  ის, რომ ბავშვები სწავლობენ და ეცნობიან თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებას ადრეულ ასაკში, თუმცა როგორც ფსიქოლოგი ვფიქრობ, რომ ასაკობრივი განვითარება გულისხმობს არა  ტექნოლოგიების მხრივ განვითარებას, არამედ კოგნიტური უნარების, მოტორული სფეროს (მსხვილი და ნატიფი მოტორიკა), სოციალური, ფუნქციური, ქცევა და ემოციის უნარების განვითარებას, რომელიც მნიშვნელოვანია ბავშვის შემდგომი ჩამოყალიბებისათვის.

შვილებთან ხშირად იურთიერთეთ, გაითვალისწინეთ მათი სურვილები, საჭიროებები და ინტერესები.

მაშინ როდესაც ბავშვი უნდა სწავლობდეს თამაშით, ეცნობოდეს გარესამყაროში არსებულ საგნებს, მოვლენებს და  ამყარებდეს ორმხირვ კომუნიკაციას (უფროსებთან, თანატოლებთან) სამწუხაროდ სხედან კომპიუტერებთან და ყურებით, მოსმენით, არავერბალური კომნიკაციით იღებენ ინფორმაციას. კომუნიკაციას არ აქვს  დიალოგის, სწავლების, კეთების ახსნის პროცესი და საათობით კომპიურეტთან გატარებული დრო არის განვითარებაში გარკვეული უნარების  შეფერხების გამომწვევი მიზეზი.

ისეთი ქცევები, როგორიცაა კითხვა, სირბილი, ვარჯიში და მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრის სწავლა ტვინის თეთრი ნივთიერების სტრუქტურასა და ორგანიზებულობას აუმჯობესებს.

მოარიდეთ ყველანაირ გაჯეტსა თუ ტელევიზორს დაძინებამდე ერთი საათით ადრე. წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვი შესაძლოა ძილში შფოთვამ ან უძილობამ შეაწუხოს

თავის ტვინის მარცხენა ნახევარსფერო, რომელიც პასუხისმგებელია მეტყველების განვითარებაზე ფერხდება ცალმხრივი კომუნიკაციით, ინფორმაციის არამრავალფეროვანი და არასწორი მიწოდებით. როგორც მოგეხსენებათ სანამ პატარა არ შეისწავლის მშობლიურ ენას არ არის რეკომენდირებული უცხო ენის შესწავლა სამწუხაროდ ინტერნეტ სივრცეში  ქართულ ენაზე მწირია განმავითარებელი მასალა, შესაბამისად ბავშვები  ყველაფერს უცხო ენებზე უსმენს და ამავე ენაზე იწყებს საუბარს. მაგალითად იციან ფერები, ცხოველები…

შედეგადაც ვიღებთ ხშირ შემთხვევაში  დაგვიანებულ მეტყველებას, ემოციურ გადაღლას და გაღიზიანებას.

მამი, წიგნი წამიკითხე

 – რა რეკომენდაციას მოგვცემთ?

– მინდა რეკომენდაციის სახით ვთხოვო მშობლებს მიუხედავად რთული და გადატვირთული გრაფიკისა, შევეცადოთ კომპიუტერები ჩავანაცვლოთ ასაკობრივი თამაშებით და წიგნებით. მაშინ როდესაც ჩვენს პატარებს 1 დან 1,5-2 წლამდე აქვს სამეტყველო პერიოდი განსაკუთრებულად მოვარიდოთ კომპიუტერს, გაჯეტებს და შევძლოთ თავად ვეთამაშოთ, ვესაუბროთ, ვისეირნოდ ჩვენს პატარებთან.

სჯობს ბავშვმა ქვიშაში ითამაშოს, ვიდრე საათობით ტელევიზორს ან გაჯეტების ეკრანებს უყუროს.

ძალიან კარგია თუ კი გამოვიყენებთ მულტიმოდალურ სწავლებას. იგი სწავლების მეთოდია, რომელიც გულისხმობს მრავალფეროვანი სტრატეგიის/მასალის გამოყენებას და მოიცავს შეგრძნებების: სმენა, მხედველობა, ყნოსვა, გემო და შეხება, რომლებიც ადამიანის ყველა შეგრძნების გააქტიურებას უწყობს ხელს.

ყველა იმ თამაშს რასაც შევთავაზებთ ბავშვებს სასურველია იყოს მშობლის მიერ გახმოვანებული, აღწერილი და  შესაბამისი ემოციით გამოხატული.

საჭიროა პატარებს მივცეთ იმის საშუალება რომ შეეხონ, შეიგრძნონ, მოისმინონ, თავადაც გაახმოვანონ იგივე ცხოველების, ფრიველების ხმები.

– დასასრულს განსაკუთრებული რჩევა გვითხარით

– ძვირფასო მშობლებო, შვილებთან ხშირად იურთიერთეთ, გაითვალისწინეთ მათი სურვილები, საჭიროებები და ინტერესები.

 

კომენტარი