ნაძალადევის რაიონში გრუნტის დამჭერ კედლებს აშენებენ

ნაძალადევის რაიონში გრუნტის დამჭერ კედლებს აშენებენ

60
გაზიარება

ღრმაღელეს ქუჩის N67-ის მიმდებარედ და დიდი ჯიხაიშის N9-ში გრუნტის დამჭერი კედლები და ლითონის დამცავი ღობეები მოეწყო.

პირველ მისამართზე საყრდენი კედლის მშენებლობისთვის 42 კუბური მეტრი ბეტონი ჩაისხა, ხოლო მეორე კედლის მოწყობისას – 20 კუბური მეტრი.

აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ, ჯამში, 43 190 ლარი დახარჯა.

კომენტარი