საგანმანათლებლო პროექტს “გამოსახულების ფაბრიკას” გურამ წიბახაშვილი გაუძღვება

საგანმანათლებლო პროექტს “გამოსახულების ფაბრიკას” გურამ წიბახაშვილი გაუძღვება

74
გაზიარება

ვარკეთილის მედიათეკაში თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის (Tbilisi Photography & Multimedia Museum) საგანმანათლებლო პროგრამა „გამოსახულების ფაბრიკა“ დაიწყო.

გამოსახულების ფაბრიკის პირველი დღე

ერთთვიან კურსს გაუძღვებიან ფოტოგრაფი გურამ წიბახაშვილი და მოწვეული ექსპერტი ნესტან ნიჟარაძე.

აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია ფოტოგრაფია გამოიყენოს სხვადასხვა დისციპლინების შემეცნებისთვის და მოზარდებს გამოსახულების შექმნისა და „წაკითხვის“ უნარი განუვითაროს.

პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ გაკვეთილებს: მსოფლიო ხელოვნება და ფოტოგრაფია, პორტრეტის, ურბანული პეიჟაზის, კონცეპტუალური ფოტოებისა და სხვა ტიპის ნამუშევრების გადაღებას.

აქვე გთვაზობთ ხელმარჯვე და კრეატიული ადამიანების მიერ გადაღებულ საინტერესო ფოტოების ვიდეონაკრებს:

კომენტარი