ფონიჭალაში საბავშვო კუთხეს აწყობენ

ფონიჭალაში საბავშვო კუთხეს აწყობენ

66
გაზიარება

ფონიჭალაში, რუსთავის გზატკეცილზე, კორპუსი ვ-ს მიმდებარედ საბავშვო კუთხის მოწყობა მიმდინარეობს.
აღნიშნულ მისამართზე გამგეობამ ასფალტის საფარი 300 კვ.მ-ზე დააგო. სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 10 800 ლარი გამოიყო. ასევე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მოწესრიგდა წყალარინების ქსელი, გამოიცვალა მილები. შედეგად, მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემა გადაეჭრა. ქსელის რეაბილიტაციისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 30 000 ლარი დაიხარჯა.

კომენტარი