შირაქის ქუჩაზე, ახლადმოწყობილ სკვერში მრავალწლოვანი ხეები დარგეს

შირაქის ქუჩაზე, ახლადმოწყობილ სკვერში მრავალწლოვანი ხეები დარგეს

60
გაზიარება

ისნის რაიონის გამგეობამ, საშემოდგომო გამწვანების ფარგლებში, შირაქის N11-ში, ახლადმოწყობილ სკვერში მრავალწლოვანი ხეები დარგო.

აღნიშნულ ტერიტორიაზე, გამწვანების სამუშაოების ჩასატარებლად, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ისნის რაიონის გამგეობას ფოთლოვანი კელრეუტერიის სახეობის ნერგები გადასცა.

შირაქის N11-ის მიმდებარე სკვერში 10 ძირი ნერგი ისნის რაიონის გამგებელმა, კახა ლაბუჩიძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან და გამგეობის თანამშრომლებთან ერთად დარგო. გამწვანების აქციაში მონაწილეობა შირაქის ქუჩის ამხანაგობებმა მიიღეს.

ისნის გამგეობა წლის ბოლომდე სკვერების გამწვანებას კიდევ რამდენიმე მისამართზე გეგმავს.

კომენტარი