გლდანში დაზიანებული აივნები გაამაგრეს

გლდანში დაზიანებული აივნები გაამაგრეს

40
გაზიარება

გლდანის რაიონის გამგეობამ მერვე მიკრორაიონის N23 კორპუსში საერთო სარგებლობის აივნების გამაგრების სამუშაოები განახორციელა. ექვსი სადარბაზოს 30 ავარიული აივანი ერთიან დიზაინში მოექცა და ლითონის კონსტრუქციებით გამაგრდა.

სამუშაოების ფარგლებში, კიბესა და აივანს შორის მდებარე ბეტონის კედლის გამაგრება განხორციელდა. დაიგო დეკორატიული ფილები და ჩატარდა უსაფრთხოების მოაჯირების რეაბილიტაცია. ასევე, ბოლო სართულის აივნები გადაიხურა ლითონის კონსტრუქციებითა და თუნუქით.

დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ გულია გოცირიძესთან ერთად გაეცნო.

„გლდანის რაიონში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დავასრულეთ. მერვე მიკრორაიონში საერთო სარგებლობის აივნების გამაგრების სამუშაოები განვახორციელეთ, რომელიც ავარიულ მდგომარეობაში იყო – ცვიოდა ფილის ფრაგმენტები და ჩამონგრევის საშიშროება არსებობდა. სამუშაოების ფარგლებში, ჯამში, 30 აივანი გამაგრდა“, – განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

სამუშაოები გლდანის გამგეობის დაკვეთით, შპს „ბილდინგ კომპანიმ“ შეასრულა. პროექტის განსახორციელებლად, გამგეობის ბიუჯეტიდან 233 446 ლარი დაიხარჯა.

კომენტარი