დიღმის მასივის მესამე კვარტალში საგზაო სამუშაოები დასრულდა

დიღმის მასივის მესამე კვარტალში საგზაო სამუშაოები დასრულდა

36
გაზიარება

დიდუბის რაიონის გამგეობამ დიღმის მასივის მესამე კვარტალში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დაასრულა.

პროექტის ფარგლებში, კონტრაქტორმა კომპანიამ დიღმის მასივის მესამე კვარტლის N1 ა და ბ კორპუსებთან, ასევე, N2ა კორპუსთან 1 632 კვ.მ ფართობზე ასფალტის დაზიანებული ფენა მოხსნა, მოაწყო ტროტუარი, ბორდიური და ასფალტის საფარი დააგო.

აღნიშნული სამუშაოები კომპანია „ბი ემ სიმ“ 81 210 ლარის ღირებულების ფარგლებში განახორციელა

კომენტარი