თამარაშვილის პირველ შესახვევში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

თამარაშვილის პირველ შესახვევში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

44
გაზიარება

ნაძალადევის რაიონში, თამარაშვილის პირველ შესახვევში გზის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური, ტროტუარი და გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 1 200 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.

ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.

„40 წლის განმავლობაში ამ შესახვევში საგზაო სამუშაოები საერთოდ არ განხორციელებულა. გზის საფარის დაზიანების გამო წყალი დგებოდა, რაც დისკომფორტს უქმნიდა მოსახლეობას. კაპიტალურად შევაკეთეთ აღნიშნული ტერიტორია და დღეიდან ადგილობრივ მცხოვრებლებს გადაადგილების პრობლემა აღარ ექნებათ“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

თამარაშვილის პირველ შესახვევში გზის კაპიტალური შეკეთებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 94 664 ლარი გამოყო.

კომენტარი