სამგორში ახალი ფიტნეს ზონები მოაწყეს

სამგორში ახალი ფიტნეს ზონები მოაწყეს

79
გაზიარება

სამგორის რაიონში ახალი ფიტნეს ზონები ეწყობა. ამ ეტაპზე სამი ახალი ზონა მოეწყო: აბზიანიძის N6-ის მიმდებარედ, ვარკეთილის მე-2 მიკრორაიონის N2 კორპუსის მიმდებარედ და ვარკეთილის პირველი მიკრორაიონის N3, N4, N6 კორპუსების მიმდებარედ; თითოეულ მათგანში 10 ტრენაჟორია განთავსებული.

მიმდინარე წელს სამგორის რაიონში უკვე 39 ახალი ფიტნეს ზონა და 18 სპორტული მოედანი გაიხსნა.

კომენტარი