სოფელ დიღომში წყალარინების ახალი ქსელის გაყვანა სრულდება

სოფელ დიღომში წყალარინების ახალი ქსელის გაყვანა სრულდება

56
გაზიარება

სოფელ დიღომში, ვახტანგ ცინცაძის ქუჩაზე წყალარინების ახალი ქსელის გაყვანა სრულდება.

მიმდინარე პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.

სამუშაოების ფარგლებში, დაახლოებით, 3135 გრძივ მეტრზე წყალარინების ქსელი მოეწყობა. ასევე, აღნიშნულ ტერიტორიაზე გზის მოხრეშვის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის განხორციელების შემდეგ, მოსახლეობას მოუგვარდება ის პრობლემა, რომელიც მათ წლების განმავლობაში აწუხებდათ.

წყალარინების ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტი 272 792 ლარით დაფინანსდა.

კომენტარი